აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
● 2015 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის 1 მოთხოვნა. მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სამმართველოში არ შემოსულა საჯარო ინფორმაციის შესწორების არც ერთი მოთხოვნა.
საარქივო სამმართველო დადგენილი წესის შესაბამისად სისტემატურად ახორციელებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე;
● მიმდინარე წელს მიღებული იქნა 1 მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. საარქივო სამმართველოს არ მიუღია არც ერთი უარის თქმის გადაწყვეტილება.
საარქივო სამმართველო მოქალაქეების მომსახურებას ეწევა საქართველოს ეროვნული არქივის დაკვეთით, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი (მომზადებული) პროგრამით (მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამა). აღნიშნულ პროგრამაში ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებლები უთითებენ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებში.აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.
სამმართველოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ საქართელოს კანონის შესაბამისად.
● მიმდინარე წლის განმავლობაში საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, შესაბამისად არ დადებულა დისციპლინური სახდელი;
● საარქივო სამმართველოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, საფუძვლად არ გამოგვიყენებია საკანონმდებლო აქტები;
● საარქივო სამმართველოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად არ მომხდარა გადაწყვეტილების გასაჩივრება;
● მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მასალის მცირე მოცულობიდან გამომდინარე, ინფორმაციის დამუშავება და გაცემა მოხდა ჩვენივე ადამინური და მატერიალური რესურსებით. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, არ მომხდარა გადაწყვეტილების გასაჩივრება, შესაბამისად, ხარჯი არ გაწეულა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება
სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი