ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2016 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2016 წლის ანგარიში

·       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება − საარქივო სამმართველოში საანგარიშო პერიოდში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის 3 მოთხოვნა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სამმართველოში არ შემოსულა საჯარო ინფორმაციის შესწორების არცერთი მოთხოვნა.

საარქივო სამმართველო დადგენილი წესის შესაბამისად სისტემატურად ახორციელებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე;

·       მიმდინარე წელს მიღებული იქნა 3 მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. საარქივო სამმართველოს არ მიუღია არც ერთი უარის თქმის გადაწყვეტილება;

·       საარქივო სამმართველოს ცალკეული სტრუქტურული ერთეული მათთვის დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და შენახვას. სამმართველოში პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც მატერიალური ისე ელექტრონული სახით. სამმართველოში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument). პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.

საარქივო სამმართველო მოქალაქეების მომსახურებას ეწევა მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამით. აღნიშნულ პროგრამაში ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებლები უთითებენ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებში.პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.

საარქივო სამმართველო ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

·       საანგარიშო პერიოდში საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, შესაბამისად არ დადებულა დისციპლინური სახდელი;

·       საარქივო სამმართველოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

·         საარქივო სამმართველოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, არ მომხდარა გადაწყვეტილების გასაჩივრება, შესაბამისად, ხარჯი არ გაწეულა.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება

საარქივო სამმართველოს

უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                                                  თენგიზ სალუქვაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2016 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2016 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2016.
როდის იქნა მიღებული „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2016 წლის ანგარიში“?
„ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2016 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2016. მიმღები ორგანო — აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2016 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2016 წლის ანგარიში“, №0, 09.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3460664/