საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წლიური ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
(2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე )
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტროს 2015 წლის 16 ოქტომბრის №05/72 ბრძანებით, დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ბეჭდური და ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს.
საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია ვებგვერდის − MY.GOV.GE და სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონული მისამართის – pr@culture.gov.geმეშვეობით.
1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 166 განცხადება, მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 63 ერთეული.
2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული განცხადებებიდან:
v მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა 147 შემთხვევაში;
v 3 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
v 2 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ;v 3 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული სამინისტროში;
v 4 განცხადებაზე დღევანდელი მდგომარეობით არ ამოწურულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ინფორმაციის გაცემის ათ დღიანი ვადა;
v 6 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
v ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების დაზუსტება სამინისტრომ მოითხოვა ერთ შემთხვევაში.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 162 შემთხვევიდან:
72 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გიორგი მიჩიტაშვილმა;
58 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა თეიმურაზ მეშველიანმა.
32 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო გადილიამ.
3. 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტი.
5. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციასა“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
6. საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს (6 შემთხვევა).
7. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს ელექტრონული კანცელარია, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია. სამინისტროს არ გააჩნია ცალკე საჯარო მონაცემთა ბაზა.
8. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით დაფიქსირდა 1 ადმინისტრაციული სარჩელი. ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია ეხებოდა დოკუმენტს, რომელიც დამუშავებული სახით არ არსებობდა სამინისტროში, მოსარჩელემ უკან გაიხმო სარჩელი და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ შესაბამისად შეწყდა საქმის წარმოება.
9. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის არ გაცემისთვის ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა.
10. სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სამინისტროსათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
11. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემისათვის ასლის მოსაკრებელი მოთხოვნილია 4 შემთხვევაში, რაც ჯამში შეადგენს 10.60 ლარს (4 მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციის ელექტრონულ დისკზე ჩაწერის საფასურს). სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ ინფორმაციის ელექტრონულ დისკზე ჩაწერის მოსაკრებელი გადახდილია ერთ შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ 3 შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემა განხორციელდება ასლის მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა გიორგი ბაქრაძე
დაცვის მინისტრის მოადგილე