საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სმართ ლოჯიქის“ წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ (2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სმართ ლოჯიქის“ წლიური ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
(2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „სმართ ლოჯიქში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:
ა) სსიპ „სმართ ლოჯიქში“ 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 6 განცხადება. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული;
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „სმართ ლოჯიქში“ შემოსული განცხადებებიდან მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაცია სრულად გაიცა 3 შემთხვევაში, ხოლო 3 განცხადება განხილვის პროცესშია;
ამასთან, 2015 წლის 22 ივნისამდე სსიპ „სმართ ლოჯიქის“ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი იყო „სმართ ლოჯიქის“ იურისტი, რობერტ მაღლაკელიძე, 2015 წლის 8 სექტემბრიდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა „სმართ ლოჯიქის“ იურისტი, ნინო ნიქაბაძე. აქედან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებები განიხილეს აღნიშნულმა პასუხისმგებელმა პირებმა;
გ) სსიპ „სმართ ლოჯიქი“, დებულებით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. „სმართ ლოჯიქში“ პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. „სმართ ლოჯიქის“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას;
2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით;
დ) სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება საანგარიშო პერიოდში არ მიღებულა;
ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით დაფიქსირდა 1 ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო სასამართლო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია;
ზ) სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა „სმართ ლოჯიქის“ მიერ მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის გიორგი მეჟლუმიანი
მოვალეობის შემსრულებელი