ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ან­გა­რიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის

გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესა­ხებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შე­სა­ბა­მი­სად, წარმოგიდგენთ ანგარიშს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სა­ჯა­რო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ 2015 წლის 08 დე­კემ­ბრის მდგომარეობით.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელ­­მძღვანელობს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთ­ხოვ­­ნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმი­საწ­ვდო­მო­ბის უზრუნველ-საყოფად. დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პა­სუ­ხის­მგებელი პირი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის საქმ­ის­წარ­მოე­ბის გან­ყ­ოფილების მთავარი სპეცია-ლისტი. დამტკიცებულია საჯარო ინ­ფორ­მა­ციის ხელ­­მისაწვდომობის უზრუნველ-ყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამ­სახუ­რებ­რივი ინს­­ტრუქცია, საინფორმაციო დაფაზე გან­თავსებულია პასუხისმგებელი პირის ვი­ნაობა და საკონტაქტო ტელეფონები, სამ­სახურებრივი ინსტრუქცია და სა­ქა­რ­თვე­ლოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ას­ლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ".

2015 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მე­რია­ში შემოსულია 984 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთ­ხოვ­ნით. ამათგან, 975-ზე (7 დამუშავების პროცესშია) გაცემულია საჯარო ინფორმაციები ზოგადი ადმ­ი­ნის­ტრა­ციუ­ლი კოდექსის მოთხოვნების დაცვით. გაცემული ინფორმაციების ქსე­როას­ლე­ბის რაო­დე­ნობა შეადგენს A4 ფორმატის 60881 გვერდს, გადახდილია საჯარო ინ­ფორ­მა­ციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებელი თანხა 3044.5 ლარის ოდენობით. ად­გი­ლი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმას, შესაბამისად, გა­სა­ჩი­ვრების ფაქტებიც არ დაფიქსირებულა.

 

საკრებულოს აპარატის უფროსი                                                                      პ.მგელაძე