ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49 -ე მუხლით განსაზღვრული
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ა ნ გ ა რ ი შ ი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2015 წლის მანძილზე შემოსულია სულ 114 წერილობითი მოთხოვნა. საკრებულოში შემოსულ 114-ვე მოთხოვნაზე ვადების დაცვით, გაცემულია შესაბამისი პასუხი.
დაკმაყოფილებულია 104 საჯარო მოთხოვნა.
6 საჯარო მოთხოვნაზე 5 მოქალაქესა და 1 ორგანიზაციას ეთქვა მოტივირებული უარი.
4 საჯარო მოთხოვნა კუთვნილებისამებრ, რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას(რომლის თაობაზეც, ეცნობა მოთხოვნის ავტორს);
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.
საჯარო მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ სხვადასხვა დროს, გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, ივანე ჟორჟოლიანსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, დავით დვალს.
მ/წელს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში 2015 წლის 27 თებერვლიდან დაინერგა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა (eHRMS), რომლის მიხედვით, დამუშავდა და შეიქმნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულთა მონაცემთა ბაზა. ამასთან, 2015 წლის 22 მაისიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო გადავიდა საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაზე (eDokument), რომლითაც ჩამოყალიბდა ელექტრონული საქმისწარმოების საჯარო მონაცემთა ბაზა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44 -ე მუხლის 1 -ლი პუნქტის შესაბამისად, გაცემულია ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 13 თანამდებობის პირის შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე, – ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინების (საქმე N3/2156) დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი 4 კანდიდატის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევასა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციის 41 -ე მუხლის მე -2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44 -ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24 -ე მუხლის მოთხოვნებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49 -ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკრებულოს მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით, საკრებულოსათვის, ხარჯების გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული არ ყოფილა და სასამართლო ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა. რაც შეეხება, საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს, იგი შეადგენს 67ლარსა და 40 თეთრს.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი