ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ა ნ გ ა რ ი შ ი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის მანძილზე შემოსულია სულ 78 წერილობითი მოთხოვნა, აქედან:
4 საჯარო მოთხოვნა კუთვნილებისამებრ, რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის თაობაზეც, ეცნობა მოთხოვნის ავტორს;
დაკმაყოფილებულია 71 საჯარო მოთხოვნა;
7 საჯარო მოთხოვნაზე 5 ორანიზაციას და 2 მოქალაქეს ეთქვა მოტივირებული უარი, საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის საფუძველზე.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.
საჯარო მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, სხვადასხვა დროს, გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, ივანე ჟორჟოლიანს.
საანგარიშო პერიოდში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მიმდინარე წლის მანძილზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში პერიოდულად მიმდინარეობდა მუშაობა საჯარო მონაცემთა ბაზის განახლებასთან დაკავშირებით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევასა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკრებულოს მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით, საკრებულოსათვის, ხარჯების გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული არ ყოფილა და სასამართლო ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა.
რამაზ ჩხიკვაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“?
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 08.12.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში“, №0, 08.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3886319/