საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2004 ძალადაკარგული 09.12.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№980
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.05.001.001.720
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 18/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა – 29 703 კაცი.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2000 წლის 28 ივნისის საქართველოს კანონი „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 2000 წელი, მუხ. 74).

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№980–რს

მონაცემები

2005 წელს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ

სამინისტროს დასახელება

პირადი შემადგენლობის რაოდენობა

2005 წ.

საქართველოს სამხედრო ძალებში

სულ:

 

29 703

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

23 000

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი

 

6 703