ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა.შ.

2015 წლის განმავლობაში ფოთის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 15 განცხადება შემოვიდა, მათ შორის:

პარტნიორობა ადამიანის უფლებებიდან – 01,

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან – 03,

საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან - 01,

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან - 02,

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 03,

ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნადან” – 01,

მოქალაქეებისგან – 04,

შემოსული განცხადებებიდან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ: კობა ჩაგუნავა – 2013 წლის 12 ნოემბრიდან დღემდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი. თამარა თუნგია – 2015 წლის 17 აგვისტოდან 2015 წლის 06 სექტემბრამდე ფოთის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი (კობა ჩაგუნავას შვებულებაში ყოფნის პერიოდი).

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ფოთის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

კობა ჩაგუნავა

სასამართლოს მენეჯერი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი