სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/423
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ ყოველწლიური ანგარიში


ა) 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით აკრედიტაციის ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულია 62 წერილი. გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით არცერთი მოთხოვნა არ დაფიქსირებულა. აკრედიტაციის ცენტრს არ მიუღია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსული 62 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესრულებული და გაგზავნილია 62 შესაბამისი პასუხი წერილობით. აკრედიტაციის ცენტრს არ მიუღწია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან/არ გაცემასთან დაკავშირებით დახურული სხდომის ჩატარების თაობაზე.
გ) აკრედიტაციის ცენტრის საჯარო მონაცემთა ბაზა (აკრედიტებულ პირთა რეესტრი) განთავსებულია აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge და ის ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. აღნიშნული ბაზა (ელ. ვერსია Excel ფაილში) მუშავდება და ინახება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში. აკრედიტაციის ცენტრის ვებ გვერდზე ასევე განთავსებულია აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის საჯარო ინფორმაცია;
დ) აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომელთა მიერ არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები;

ე) აკრედიტაციის ცენტრს არ გამოუყენებია საკანონმდებლო აქტები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას, ვინაიდან (როგორც ზემოთ აღნიშნა) მსგავსი შემთვევები არ დაფიქსირებულა;
ვ) ვინაიდან აკრედიტაციის ცენტრის მიერ არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევები, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას;
ზ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან აკრედიტაციის ცენტრის სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაწეულა.

 

სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის

ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

მალხაზ ხარებავა