„აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის” გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №1 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სხვა ადმინისტრაციული ორგანო (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო ს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის
ბრძანება №6
2011 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
„აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის” გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №1 ბრძანებ ა შ ი ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 და მე-20 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №1 ბრძანებით (სსმ №79, 13.06.2006, მუხ.1030) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ აკრედიტაციის წესები და პროცედურები – საკ 1.1 : 2006“-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს ტესტირების (საგამოცდო), მათ შორის ანალიზური, გამზომი ლაბორატორიების, ასევე დაკალიბრების და მეტროლოგიური დამოწმების/დაკალიბრების ლაბორატორიების (შემდგომში – ლაბორატორიები), ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების (შემდგომ ტექსტში – ასს-ს ტესტირების ცენტრები) პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების, ხარისხის სისტემების და პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების (შემდგომში – სერტიფიკაციის ორგანოები) და საინსპექციო ორგანოების (შემდგომში ყველა – აკრედიტებული პირები) აკრედიტაციას.“.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საინსპექციო ორგანოებში:
ზ.ა) სსტ ისო/იეკ 17020:2010 – საერთო კრიტერიუმები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის;
ზ.ბ)IAF-ILAC A4 -მეგზური ისო/იეკ 17020 გამოყენებისათვის (დოკუმენტი ხელმისაწვდომია აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე და აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში);
ზ.გ)საკ 1.8:2011 – წესები და პროცედურები საინსპექციო ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის;
ზ.დ)საინსპექციო ორგანოების აკრედიტაციის სფეროში ჯგუფების რაოდენობა განისაზღვრება საინსპექციო ორგანოების მიერ გამოყენებული ტესტირების, დაკალიბრების გაზომვის, შეფასების მეთოდების რაოდენობით.“.
მუხლი 2. ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოების წესი – საკ 1.5 : 2006“-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-4 პუნქტის„ე” ქვე პუნქტი ჩ ამოყალიბდეს შ ემდეგი რედაქციი თ:
„ე) განყოფილება 5.0 – საინსპექციო ორგანოები“.
2. დანართ ი 2-ს „ჩამონათვალი დოკუმენტებისა, რომელთა საფუძველზეც ხდება რეესტრის წარმოება”დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საინსპექციო ორგანოები:
ა) განაცხადი;
ბ) აკრედიტაციის საბჭოს დადგენილება;
გ) აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება;
დ) აკრედიტაციის მოწმობა;
ე) აკრედიტაციის სფერო;
ვ) შეთანხმება აკრედიტაციაზე;
ზ) რეზერვი.“
3.დანართი 3-ის„რეესტრის განყოფილებების ფორმები”, პუნ ქ ტი 4.0და პუნ ქ ტი 5.0ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.0. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრები“
| აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი | აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა | ტესტირების ცენტრის დასახელება | ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ხელმძღვანელის სახელი და გვარი | აკრედიტაციის სფერო (ჯგუფების დასახელება) | აკრედიტაციაზე შეთანხმების თარიღი, მოქმედების ვადა | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
„5.0 საინსპექციო ორგანოები”
| აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი | აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა | საინსპექციო ორგანოს დასახელება | ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ხელმძღვანელის სახელი და გვარი | აკრედიტაციის სფერო (ჯგუფების დასახელება) | აკრედიტაციაზე შეთანხმების თარიღი, მოქმედების ვადა | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
4. დ ანართი –6„ატესტირებული სერტიფიკაციის ექსპერტების რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის სტრუქტურა“ ამოღებულ იქნ ე ს.
მუხლი 3.ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. გოგოლიძე