ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06/320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 დეკემბრის

ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ქალაქ ახალციხის            მუნიციპალიტეტის    საკრებულოს  ანგარიშს – ინფორმაციას 2015 წლის 01 იანვრიდან დღემდე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული საჯარო ინფორმაციის   მოთხოვნის შესახებ.

გაცნობებთ, რომ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული პერიოდისათვის   სულ   შემოსულია            23   (ოცდასამი)   მოთხოვნა   საჯარო   ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.     საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საკრებულოს მომართა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, მასმედიის წარმომედგენლებმა, მოქალაქეებმა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში:

1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ მიღებულა .

2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნით  მომართვა არ შემოსულა .

3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული პერიოდისათვის სულ შემოსულია   23 (ოცდასამი)           მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.    ყველა   მომართვა დაკმაყოფილდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში .         

4. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დახურულად არ გამოცხადებულა,

5. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო მონაცემთა ბაზებისა და

პერსონალური       მონაცემების   შეგროვების,   დამუშავებისა და       გადაცემის მოთხოვნით მომართა შემდეგმა პირებმა და ორგანიზაციებმა:

-      საქართველოს პარლამენტის წევრი  – გოკა გაბაშვილი,

-      მშვიდობის,    დემოკრატიისა           და       განვითერაბის             კავკასიური     ინსტიტუტი /ხელმძღვანელი თამარ პატარაია/

-      პოლიტიკური   პარტია   ,,ერთიანი   ნაციონალური   მოძრაობა’’   ახალციხის   ოფისი

/ორგანიზაციის თავმჯდომარე – გელა დემეტრაძე/

-      მოქალაქე დიანა მერაბიშვილი

-      სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო /ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა/

-      ა.ო  ,,სამართლიანი   არჩევნებისა   და  დემოკრატიის   საერთაშორისო   საზოგადოება

(ISFED)“/ახალციხის რიონული კოორდინატორი დიანა მერაბიშვილი/

- ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“ /დირექტორი გიორგი კლდიაშვილი/

- პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ /გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი – სერგო რატიანი/

- ახალციხის ტელეკომპანია ,,მე-9 არხი’’ /დირექტორი მაია იველაშვილი/

-      ა.ო.      საერთაშორისო          გამჭვირვალობა-საქართველო’’         /რეგიონული ოფისების კოორდინატორი-მალხაზ ჭკადუა/

- სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალი ,,სამხრეთის კარიბჭე’’ /ჟურნალისტი თამუნა უჩიძე/

6. საანგარიშო პერიოდში ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან არ მომხდარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა,

7.    ქალაქ    ახალციხის    მუნიციპალიტეტის    საკრებულოს  მიერ    ინფორმაციის დამუშავებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისას, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ /თავმჯდომარის მოვალეობის            შემსრულებელი         თამარ  გოგოლაძე/     იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის   41-ე   მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით, 27 1 -ე მუხლით, 28-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 44-ე მუხლით,   ,,პერსონალურ   მონაცემთა   დაცვის   შესახებ“საქართველოს   კანონის           მე-2 მუხლის პირველი პუქტის ,,ა“ქვეპუნქტით,

8. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი               თამარ გოგოლაძე

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე