გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№04/2882
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის მანძილზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსულია 68 წერილობითი მოთხოვნა.

გამგეობაში შემოსულ ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით, ვადების დაცვით, გაცემულია შესაბამისი პასუხი.

ორგანიზაციებისა და კერძო პირების 10 მოთხოვნას, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში              ტესტირების       ეტაპზე გასული                             და                                 ბარიერგადალახული    კონკურსანტების პერსონალური მონაცემების შემცველი დეტალების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას შეეხებოდა, საქართველოს                             კონსტიტუციის      41-ე  მუხლის                 მე-2    პუნქტისა             და          საქართველოს    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, ეთქვა მოტივირებული უარი. უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს წარმოადგინდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე.

საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, გამგეობაში არც ერთი მოთხოვნა არ შემოსულა.

გამგეობაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, გადაწყვეტილება  სხვადასხვა          დროს    მიღებული                                       აქვს                   გამგებელს                       და       ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მ/წელს, შეგროვდა და დამუშავდა გამგეობის 180

საჯარო მოსამსახურისა და გამგეობის 9 თანამდებობის პირის პერსონალური მონაცემები (სულ:

189   პერსონალური   ინფორმაცია),   რომელიც   დაცული   და   შენახულია               გამგეობის   შესაბამის განყოფილებაში. დაცული პერსონალური ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გამგეობის მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით, გამგეობის ხარჯების გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული არ ყოფილა და სასამართლო ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა.

აღნიშნულ ინფორმაციას გიგზავნით გამოქვეყნების მიზნით.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი              დიმიტრი ასათიანი