სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე
1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2015 წლის განმავლობაში შემოსულია სულ – 632 განცხადება. აქედან, დაკმაყოფილდა – 519 განცხადება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 18 განცხადება, უარი ეთქვა – 95 განმცხადებელს, ვინაიდან, მოთხოვნილი ინფორმაცია ეხებოდა პირის პერსონალურ მონაცემებს.
2. საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ან მის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ. სხდომები დახურულ იქნა მხოლოდ ისეთი მოთხოვნების განხილვისას, სადაც სავალდებულო იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობა.
4. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებების („სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ 2012 წლის 23 ივლისი, №279; „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ - 2015 წლის 2 ივნისის №245; „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-2015 წლის 30 მარტის №138; „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“- 2015 წლის 30 ივნისის №308; „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ 2013 წლის 21 თებერვლის №36; „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 2 ივნისის №245) საფუძველზე, პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ფარგლებში და ფუნქციონირებს შემდეგი მონაცემთა ბაზების სახით:
ა) სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზა;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა;
გ) შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემის (Worknet.gov.ge);
დ) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრი;
ე) მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფი და მხარდაჭერის მიმღები პირების მონაცემთა ბაზა;
ვ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამებისა და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა აღრიცხვის ბაზები;
ზ) სხვა სოციალური დახმარების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზები.
დასახელებული ბაზებიდან ინფორმაცია გაცემულ იქნა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, „სოციალური დახმარების შსახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-8 მუხლის საფუძველზე.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის 2015 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.
6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები 2015 წლის განმავლობაში არ გასაჩივრებულა.
სსიპ – სოციალური მომსახურების
სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე