თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/8772-2012 შპს"კოლხის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8772-2012
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
201 5 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „კოლხის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „კოლხის” მიმართ.
2015 წლის 06 ნოემბერს შპს „კოლხის” გაკოტრების მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა გაკოტრების ანგარიშის და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების საკითხების განხილვის მიზნით.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას შპს „კოლხის” კრედიტორთა კრება გაკოტრების ანგარიშისა და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების საკითხების განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.”
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს „კოლხის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. გაკოტრების მმართველის ანგარიში.
1.2 სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების საკითხი.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 25 დეკემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12, კმ №6).
3. დაევალოს შპს „კოლხის” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი