თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ანგარიში
2015 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 55 განცხადება რომლებიც სრულად დაკმაყოფილდა.
განცხადებები შემოსულია:
1. საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორი - 2 განცხადება;
2. მედიის განვითარების ფონდი - 2 განცხადება;
3. ნაბიჯი მომავლისაკენ თელავის კოორდინატორი - 1 განცხადება;
4. თვითმმართველობებისათვის გუნდის ლიდერი ნოდარ ავდალიანი - 1 განცხადება;
5. საკრებულოს წევრი ნიკა ვარდოშვილი - 1 განცხადება;
6. საინფორმაციო ცენტრის კომერციული დირექტორი - 3 განცხადება;
7. საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი - 9 განცხადება;
8. ა (ა)იპ „ხალხის ხმა ხელისუფლებას“ კავშირის თავჯდომარე - 1 განცხადება;
9. შ.პ.ს „ნიუ ბილდინგ გრუპ“-ს დირექტორი - 1 განცხადება;
10. მოქალაქეებიდან შემოსულია - 12 განცხადება;
11. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თელავის ოფისის ხელმძღვანელი - 4 განცხადება;
12. საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო - 2 განცხადება;
13. “ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი - 3 განცხადება;
14. დემოკრატიის ინსტიტუტი - 2 განცხადება;
15. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2 განცხადება;
16. საკრებულოს წევრი ბადურ რევაზიშვილი - 2 განცხადება;
17. სამოქალაქო აქტივობების ცენრის დირექტორი - 1 განცხადება;
18. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - 1 განცხადება;
19. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი სერგო რატიანი) – 1 განცხადება;
20. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (იურისტი ირაკლი პაპავა) -1 განცხადება;
21. საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემზე პასუხისმგებელი პირი ქალბატონი მაია დავითაშვილი - 1 განცხადება;
22. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფიონაგრო“-ს წარმომადგენელი ზურაბ ლომიძე- 1განცხადება;
23. ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი – 1 განცხადება;
განმცხადებლები ძირითადად ითხოვდნენ:
- ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემულ ინდივიდიალურ სამართლებრივ აქტებს;
- მერიის თანამშრომელთა სრულ სიას თანამდებობის მიხედვით, საკონტაქტო ინფორმაცია;
- მერიაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობას, სახელფასო დანამატებისა და დარიცხული პრემიების ოდენობას;
- მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა სრულ ნუსხას, მათი სახელის, გვარის, გათავისუფლების თარიღის და თანამდებობის მითითებით;
- ქ. თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ჩატარების შემდეგ დანიშნულ მოხელეთა სრულ ნუსხას მათი სახელის, გვარის დანიშვნის თარიღის მითითებით;
- კონკურსის შემდეგ დანიშნული მოვალეობის შესრულებლები სახელის გვარის დანიშვნის თარიღის მითითებით.
- ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ააიპ-ებისა და მუნიციპალური საწარმოების შტატით გათვალისწინებულ ერთეულებსა და შტატგარეშე მომუშავე პირების ვინაობის მათი მიერ კონკრეტულ უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებებში მიღებული განათლების, დიპლომის გამცემი დაწესებულების დასახელების, დიპლომის სარეგისტრაციო ნომრის, გაცემის თარიღს, მინიჭებული კვალიფიკაციის, სამეცნიერო ხარისხის მითითებით, დაკავებული თანამდებობების, სახელფასო სარგოების, მიღებული პრემიების და დანამატების ოდენობების გაცემის კონკრეტულ თარიღს.
- ქ. თელავის მეერის მიერ ერთჯერად სოციალურ დახმარებებზე გაცემული თანხების ოდენობას;
- ქ. თელავის მერიაში 2014-2015 წლებში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებების ოდენობას;
- ქ. თელავის მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვა, გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევა, სამართალდარღვევის ფაქტზე დაწერილი ჯარიმებზე ინფორმაცია.
- ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები. ავტომანქანის მარკა, მოდელი, გამოშვების წელი, სარეგისტრაციო სახელმწიფო ნომერი, შეძენის თარიღი, საშუალება (შეყიდვა, უსასყიდლოდ გადაცემა) და საბალანსო ღირებულებაზე ინფორმაცია;
- ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისათვის, ცალკეული მოხელეებისა და იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტების განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია;
- შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემული დადგენილებების და განკარგულებების ასლებს.
- ქ. თელავის მერიის მიერ გაწეული სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების ხარჯების შესახებ ინფორმაცია;
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის
მერიის საჯარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფასა და ინფორმაციის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი გიორგი ენუქიძე