ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№216/10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

      

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 დეკემბრის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 დეკემბრის ანგარიშს - ინფორმაციას 2015 წლის 01 იანვრიდან დღემდე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ.

    ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული პერიოდისათვის სულ შემოსულია 13 (ცამეტი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საკრებულოს მომართა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, მასმედიის წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული პერიოდისათვის სულ      

  შემოსულია 13 (ცამეტი)  მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.       

 2. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ მიღებულა.

 3. საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნით მომართვა არ შემოსულა.

 4. ყველა მომართვა დაკმაყოფილდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

 5. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დახურულად არ გამოცხადებულა.

 6.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო მონაცემთა ბაზებისა და                                   პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის მოთხოვნით              მომართა შემდეგმა პირებმა და ორგანიზაციებმა:

  - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო /ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა/.

  - ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“ /დირექტორი გიორგი           

   კლდიაშვილი/.

   - პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ /გენერალური მდივნის        

   მოვალეობის შემსრულებელი - სერგო რატიანი/.

   -ა.ო. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ /რეგიონული ოფისების                                   

   კოორდინატორი-მალხაზ ჭკადუა/.

  - სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალი ,,სამხრეთის კარიბჭე’’ /ჟურნალისტი თამუნა         

   უჩიძე/.

  - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)                                                            

  ადიგენის რაიონული კორდინატორი თეა დანგაძე.

7. საანგარიშო პერიოდში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან არ მომხდარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა.

8. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო /თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი/ იხელმძღვანელებდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- 10 მუხლის პირველი ნაწილით, 271 -ე მუხლით, 28-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 44-ე მუხლით, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით.

9. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ მიღებულა და არ გასაჩივრებულა.

10. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და  სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად არ მომხდარა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                        იმედა მღებრიშვილი