1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებენ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.

2. ეს შეთანხმება ძალაში შევა ამგვარი უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღეს და იმოქმედებს:

a)  წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული ან დარიცხული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

b)  სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე