1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება მოიცავს საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის გარეშე გაქირავებით მიღებულ მოგებას, როდესაც ამგვარი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას.

3. თუ სანაოსნო საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ სახელმწიფოში მდებარედ, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს გემის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზ