საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №63/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (5)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№63/2015
2015 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 26 მარტის №12/2015 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხო ენის ცოდნა;
ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი პროექტების მართვაში.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) ცესკოს რეგლამენტი;
ე) დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება –
ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის დაგეგმარებისა და ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხო ენის ცოდნა;
ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი პროექტების მართვაში.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) ცესკოს რეგლამენტი;
ე) დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 3🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება –
ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის პროექტების მართვის მიმართულებით ან მედიასთან/ საზოგადოებასთან ურთიერთობების/ ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
დ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლებელში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი პროექტების მართვაში;
ე) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) ცესკოს რეგლამენტი;
ე) დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 4🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება –
ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) ცხელი ხაზის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) ცხელი ხაზის ოპერატორად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
დ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლებელში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი კომუნიკაციის მართვაში;