საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №67/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016231
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№67/2015
2015 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება –
ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
დ) ბიზნესპროცესების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
ე) მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა;
ვ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ზ) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”;
ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
ზ) ცესკოს რეგლამენტი;
თ) სამსახურის დებულება.
მუხლი 2🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება –
ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) ბიზნესპროცესების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ე) უცხო ენის ცოდნა.