ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №68/2015 |
|
2015 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დანართის შესაბამისად განისაზღვროს ცესკოს ის სტრუქტურული ერთეულები და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 23 მარტის №10/2015 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი | ||
| № | თანამდებობა | სერტიფიკატის ფლობის ვალდებულების განსაზღვრა |
| 1. თანაშემწეები, მრჩეველიი და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი/სპეციალისტი | ||
| 1 | თავმჯდომარის მრჩეველი | სავალდებულოა |
| 2 | თავმჯდომარის თანაშემწე | არ არის სავალდებულო |
| 3 | მოადგილის თანაშემწე | არ არის სავალდებულო |
| 4 | მდივნის თანაშემწე | არ არის სავალდებულო |
| 5 | ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი | არ არის სავალდებულო |
| 6 | ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი | არ არის სავალდებულო |
| 2. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი | ||
| 1 | დეპარტამენტის უფროსი | სავალდებულოა |
| საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის მართვის განყოფილება | ||
| 2 | განყოფილების უფროსი | სავალდებულოა |
| 3 | სპეციალისტი (III კატეგ.) | სავალდებულოა |
| საარჩევნო პროცედურებისა და საოქმო შედეგების განყოფილება | ||
| 4 | განყოფილების უფროსი | სავალდებულოა |
| 5 | სპეციალისტი (III კატეგ.) | სავალდებულოა |
| 6 | სპეციალისტი (II კატეგ.) | სავალდებულოა (გარდა სტამბის თანამშრომლებისა) |
| 7 | დამხმარე მოსამსახურე | არ არის სავალდებულო |
| 3. იურიდიული დეპარტამენტი | ||
| 1 | დეპარტამენტის უფროსი | სავალდებულოა |
| სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება | ||
| 2 | განყოფილების უფროსი | სავალდებულოა |
| 3 | სპეციალისტი (III კატეგ.) | სავალდებულოა |
| 4 | სპეციალისტი (II კატეგ.) | სავალდებულოა |
| სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება | ||
| 5 | განყოფილების უფროსი | სავალდებულოა |
| 6 | სპეციალისტი (III კატეგ.) | სავალდებულოა |
| 7 | სპეციალისტი (II კატეგ.) | სავალდებულოა |
| 8 | სპეციალისტი (I კატეგ.) | სავალდებულოა |
| 4. სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი | ||
| 1 | დეპარტამენტის უფროსი | სავალდებულოა |
| საქმისწარმოების განყოფილება | ||
| 2 | განყოფილების უფროსი | სავალდებულოა |
| 3 | სპეციალისტი (II კატეგ.) | სავალდებულოა |
| 4 | სპეციალისტი (I კატეგ.) | სავალდებულოა |
| რეგისტრაციების განყოფილება | ||
| 5 | განყოფილების უფროსი | სავალდებულოა |
| 6 | სპეციალისტი (III კატეგ.) | სავალდებულოა |
| 7 | სპეციალისტი (I კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| 5. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი | ||
| 1 | დეპარტამენტის უფროსი | სავალდებულოა |
| საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების განყოფილება | ||
| 2 | განყოფილების უფროსი | სავალდებულოა |
| 3 | სპეციალისტი (II კატეგ.) | სავალდებულოა |
| 4 | სპეციალისტი (I კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება | ||
| 5 | განყოფილების უფროსი | სავალდებულოა |
| 6 | სპეციალისტი (III კატეგ.) | სავალდებულოა |
| 7 | სპეციალისტი (II კატეგ.) | სავალდებულოა |
| 8 | სპეციალისტი (I კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| 6. საფინანსო დეპარტამენტი | ||
| 1 | დეპარტამენტის უფროსი | სავალდებულოა |
| სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება | ||
| 2 | განყოფილების უფროსი | არ არის სავალდებულო |
| 3 | სპეციალისტი (III კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| 4 | სპეციალისტი (I კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილება | ||
| 5 | განყოფილების უფროსი | არ არის სავალდებულო |
| 6 | სპეციალისტი (III კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| 7 | სპეციალისტი (I კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება | ||
| 8 | განყოფილების უფროსი | არ არის სავალდებულო |
| 9 | მთავარი ბუღალტერი (III კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| 10 | სპეციალისტი (II კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| 11 | სპეციალისტი (I კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| 12 | დამხმარე მოსამსახურე | არ არის სავალდებულო |
| 7. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი | ||
| 1 | დეპარტამენტის უფროსი | არ არის სავალდებულო |
| მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება | ||
| 2 | განყოფილების უფროსი | არ არის სავალდებულო |
| 3 | სპეციალისტი (II კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| 4 | სპეციალისტი (I კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული ქსელების მართვის განყოფილება | ||
| 5 | განყოფილების უფროსი | არ არის სავალდებულო |
| 6 | სპეციალისტი (III კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| 8. კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი | ||
| 1 | დეპარტამენტის უფროსი | სავალდებულოა |
| 2 | სპეციალისტი (III კატეგ.) | სავალდებულოა |
| 3 | სპეციალისტი (II კატეგ.) | სავალდებულოა |
| 4 | სპეციალისტი (I კატეგ.) | სავალდებულოა |
| 9. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური | ||
| 1 | სამსახურის უფროსი | არ არის სავალდებულო |
| 2 | სპეციალისტი (I კატეგ.) | არ არის სავალდებულო |
| 10. შიდა აუდიტის სამსახური | ||
| 1 | სამსახურის უფროსი | სავალდებულოა |
| 2 | სპეციალისტი (III კატეგ.) | სავალდებულოა |
| 3 | სპეციალისტი (II კატეგ.) | სავალდებულოა (გარდა საფინანსო-ეკონონომიკური პროფილის სპეციალისტისა) |
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, №68/2015, 12.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016232 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3089694-2/