2016-2017 წლებში ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2583
2015 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
2016-2017 წლებში ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
შემსყიდველი ორგანიზაციების 2016 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმების პარამეტრების და ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების 2015-2016 წლების კონსოლიდირებული ტენდერისა და მისი შედეგების ანალიზის გათვალისწინებით:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2016 წლის პირველი თებერვლიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების 2016-2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
4. ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016-2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, შეიქმნას ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების 2016-2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია და დამტკიცდეს სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების 2016-2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი
1. ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების 2016-2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია (შემდგომში – სატენდერო კომისია) შექმნილია ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016-2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით.
2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;
ლევან რაზმაძე – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი ბარაბაძე – სსიპ – კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
გენადი არველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ებრალიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი.
3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის დავალებით, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.
4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.
5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ხუთი წევრისა.
6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.
7. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით.
8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებს კომისიის სხდომის მოწვევას, შესაძლებელია მიღებულ იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: www.mobile2016@spa.gov.ge. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს.
9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.