ფიჭური სატელეფონო მომსახურებისა და საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2045
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2045

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

ფიჭური სატელეფონო მომსახურების ა და საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, ფიჭური სატელეფონო მომსახურების ა და საბეჭდი ქაღალდის(2013 წლის თებერვალი, მარტი, აპრილი) სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერები.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს ფიჭური სატელეფონო მომსახურების ა და საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. დამტკიცდეს თანდართული ფიჭური სატელეფონო მომსახურები სა და საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი.

4. ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების დადგომამდე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეთ შემსყიდველ ორგანიზაციებს უფლება 2013 წლის იანვრის თვის ფიჭური სატელეფონო მომსახურება შეისყიდონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ–მინისტრი                                           ბიძინა ივანიშვილი

დანართი

ფიჭური სატელეფონო მომსახურების ა და საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

1. ფიჭური სატელეფონო მომსახურების ა და საბეჭდი ქაღალდის(2013 წლის თებერვალი, მარტი, აპრილი) სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების მიზნით შეიქმნას ფიჭური სატელეფონო მომსახურების ა და საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია (შემდგომში – სატენდერო კომისია).

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ირაკლი ქარსელა ძ ე

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე

ტატო ურჯუმელაშვილი

 

სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი

დიმიტრი ქუმსიშვილი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი

გიორგი თაბუაშვილი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი

 

დავით ხუციშვი ლი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო–სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი, სატენდერო კომისიის წევრი

 

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.

5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სატენდერო კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.

7. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებიმისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.

8. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.