ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1822
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 29/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1822

2012 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად:

1. 2013 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიების განხორციელება.

3. დამტკიცდეს თანდართული ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი.

პრემიერ -მინისტრი                                         ი . მერაბიშვილი

 ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული

ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა

და საქმიანობის წესი

 1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო სატენდერო წინადადების (წინადადებების) გამოვლენის მიზნით შეიქმნას ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია (შემდგომში – სატენდერო კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

ტატო ურჯუმელაშვილი

სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე,

სატენდერო კომისიის თავმჯდომარე

ზვიად პაპიძე

_

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე                                                        

გიორგი კერვალიშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

მოადგილე

დავით გიორგაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე     

ალექსი თაბუაშვილი

ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური

შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი

 

 

 

გიორგი კოტრიკაძე    

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

 

2. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.   

სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.    

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.

6. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის დამსწრე ყველა წევრი. კომისიის წევრის ხელმოწერა სავალდებულო არ არის იმ შემთხვევაში, თუ ის თავის პოზიციას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებით.

7. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.