2013-2014 წლებში ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№323
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 18/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №323

2013 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

2013‑2014 წლებში ფიჭური სატელეფონო მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

2013 წელს (2013 წლის თებერვალი, მარტი, აპრილი)  ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის (CON130000007) დადებითი შედეგების გათვალისწინებით:

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 31 იანვრამდე ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერი.

2. სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს 2013-2014 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. დამტკიცდეს თანდართული 2013‑2014 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი.

4. 2013‑2014 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად სააბონენტო ნომრების პორტირების აუცილებლობის შემთხვევაში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის დასრულებამდე ფიჭური სატელეფონო მომსახურება შეისყიდონ იმავე მიმწოდებლისაგან, ვისთანაც 2013 წელს (2013 წლის თებერვალი, მარტი,  აპრილი) ფიჭური სატელეფონო მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის (CON130000007) შედეგად აქვთ დადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ‑ ფიჭური სატელეფონო მომსახურება შეისყიდონ სხვა მიმწოდებლისაგან.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                       ბ. ივანიშვილი

 

 

2013‑2014 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის  შემადგენლობა და საქმიანობის წესი

 

1. 2013‑2014 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით შეიქმნას ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია (შემდგომში ‑ სატენდერო კომისია).

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

 

ირაკლი ქარსელაძე

საქართველოს მთავრობის კანცელარიის  ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე

ტატო ურჯუმელაშვილი

სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი

დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი

გიორგი თაბუაშვილი

საქართველოს ფინანსთა  მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი

დავით ხუციშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო–სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი,  სატენდერო კომისიის წევრი.

 

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ‑ თავმჯდომარის დავალებით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.

5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სატენდერო კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.

7. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის  ყველა დამსწრე წევრი.

8. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.