2013 წელს საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№324
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 18/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

2013 წელს საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე

აქართველოს მთ
ავრობის
განკარგულება №324

2013
წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი
2013 წელს  საბეჭდი ქაღალდის  სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე

2013 წელს (2013 წლის თებერვალი, მარტი, აპრილი) საბეჭდი ქა­ღალდის  სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული უმაღლესი ხა­რისხის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის (
CON13000000
9) და პირველი
ხარისხის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდი­რებული ტენდერის (
CON1300000
1
0
)
დადებითი შედეგების გათვალისწი­ნებით:

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხ­ლის შესაბამისად, 2013 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 1 იანვრამდე საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერები.

2. სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზ­რუნველყოს 2013 წლის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლი­დი­რებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. დამტკიცდეს თანდართული 2013 წლის საბეჭდი ქაღალდის კონ­სოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქ­მიანობის წესი.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბეჭდი ქაღალდის კონსოლი­დი­რებულ ტენდერებში სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური  შეადგენს 200 ლარს.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ბ
. ივანიშვილი

2013 წლის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

1. 2013 წლის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების მიზნით შეიქმნას საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია (შემდგომში ‑ სატენდერო კომისია).

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში  შედიან:

ირაკლი ქარსელაძ

საქართველოს მთავრობის კანცელარიის  ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე
ტატო ურჯუმელაშვილი

სსიპ ‑
კონკურენციისა და სახელმწიფო

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი
დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი
გიორგი თაბუაშვილი

საქართველოს ფინანსთა  მინისტრის პირველი მოადგილე,სატენდერო კომისიის წევრი
დავით ხუციშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო‑
სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი,  სატენდერო კომისიის წევრი.

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ‑ თავმჯდომარის და­ვა­ლებით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.

5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სა­ტენ­დერო კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თა­ნაბ­რად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავ­მჯ­დომარის ხმა.

6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თა­ვისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვე­ტილებას.

7. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვე­ტი­ლება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის  ყვე­ლა დამსწრე წევრი.

8. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველ­ყოფს სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.