ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2622
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2622

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხ­ლის შესაბამისად:

1. 2012 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდ­ვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების სააგენტომ უზრუნველყოს 2012 წელს ნავთობპროდუქციის (საწ­ვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მომ­ზადება და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის კანონ­მდებ­ლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორ­გა­ნი­ზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. დამტკიცდეს თანდართული „ნავთობპროდუქციის (საწვავის) სა­­ხელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კო­მი­სიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი“.

პრემიერ‑მინისტრი                                               ნ . გილაური

ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიისშემადგენლობა და საქმიანობის წესი

1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსო­ლი­დირებულ ტენდერში საუკეთესო სატენდერო წინადადების (წინა­და­დ­ე­ბების) გამოვლენის მიზნით შეიქმნას ნავთობპროდუქციის (საწვავის) სა­ხელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კო­მი­სია (შემდგომში – სატენდერო კომისია).

2. სატენდერო კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

 

ტატო ურჯუმელაშვილი

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგ­ენ­ტოს  თავმჯდომარე, სატენდერო კომისი­ის თავმჯდომარე                                             

ქართლოს ყიფიანი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფ­როსის მოადგილე – ეკონომიკური დე­პარ­ტამენტის უფროსი

გიორგი კერვალიშვილი                   

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მო­ა­დ­გილე

დავით გიორგაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  გან­ვითარების მინისტრის მოადგილე                                                                                     

ტარიელ ხიზანეიშვილი

ქალაქ თბილისის მერის მოადგილე

გიორგი კოტრიკაძე    

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და                                                                                      რე­ალიზატორთა ასოციაციის გამგეობის                                                                                         თავ­მჯდომარე.

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავ­მჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის და­ვა­ლებით, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სა­ტენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სა­ტენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.

5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კო­მი­სიის დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყო­ფ­ის შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენ­დე­რო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თა­ვისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწ­ყვე­ტი­ლებას.

7. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვე­ტი­ლება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის  ყველა დამ­ს­წრე წევრი.

8. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველ­ყ­ოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.