2014 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№1816
2013 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
2014 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
შემსყიდველი ორგანიზაციების 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმების პარამეტრების და 2013 წელს ჩატარებული ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერებისა და მათი შედეგების ანალიზის გათვალისწინებით:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2014 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელ მწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდე ს კონსოლიდირე ბუ ლი ტენ დერი სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით .
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს 2014 წლ ი ს ნავ თობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდე რო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
3. 2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებულ ი ტენ დე რ ი ს ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით შეიქმნას2014წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისი ა და დამტკიცდეს მისი თანდართული შემადგენლობა და საქმიანობი ს წესი.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ს – კონკურენციისა და სა ხელმწიფო შესყიდვების სააგენტო ს დაევალოს 2014 წლ ი ს ნავთობ პრო დუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში აღრიცხვიანობის მოწესრიგების, სტატისტიკის სრულყოფისა და ეფექტური ანალიზის ჩატარების მიზნით შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის თაობაზე კვლევის განხორციელება და 2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის ათვის წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი
1. 2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია (შემდგომში – სატენდერო კომისია) შექმნილია 2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებულ ი ტენდე რ ი ს ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით.
2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ირაკლი ქარსელაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე; ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი; დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; გიორგი კოტრიკაძე – ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, სატენდერო კო მისიის წევრი.3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.
4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.
5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამ ს წრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვე ვაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწ ყვეტილებას.
7. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვე ტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
8. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველ ყოფს ს აჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და სახე ლ მ წიფო შესყიდვების სააგენტო.