სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №218
2013 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2013 წლის განმავლობაში სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერები.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წლის სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
3. დამტკიცდეს თანდართული სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებულ ტენდერებში სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური შეადგენს 500 ლარს.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
2013 წლის სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი
1. სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების მიზნით შეიქმნას სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია (შემდგომში ‑ სატენდერო კომისია).
2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ირაკლი ქარსელაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე
ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი
გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი
დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო–სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი, სატენდერო კომისიის წევრი.
3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.
4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.
5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სატენდერო კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.
7. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებიმისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
8. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.