შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№613
სარეგისტრაციო კოდი
310010000.10.003.019000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №613

2015 წლის 11 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი“. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 28 დეკემბრიდან  და ძალაშია ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის

შესყიდვების სპეციალური წესი


მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ (რომელიც ახორციელებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას, მშენებლობას) მიერ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების განხორციელებას.

2. შესყიდვები, რომლებსაც არ არეგულირებს ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 2. ცნებათა და ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“;

ბ) მომსახურება – წესის  დანართში მითითებული მომსახურებები;

გ) საქონელი – წესის დანართში მითითებული საქონელი;

დ) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც დაიდო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;

ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – წესის დანართში შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტებად დაჯგუფებული საქონელი და მომსახურებები;

ვ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და ითვალისწინებს პოტენციურ „მიმწოდებელთან“ წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვას შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით;

ზ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას ან/და იწვევს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფის შეფერხებას.

მუხლი 3.  შესყიდვის საშუალება

1. ამ წესის თანახმად, შესყიდვის საშუალებაა ერთ პირთან მოლაპარაკება.

2. ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ  წესის  დანართით განსაზღვრული შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღირებულება წლის განმავლობაში საერთო ჯამში არ აღემატება   100 000 ლარს, გარდა ამ  პუნქტის „ბ – მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) საქართველოს პარლამენტის 28.03.2007 წლის №4568-Iს და 28.03.2007 წლის №4569-Iს დადგენილებებით რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე შექმნილი ორმხრივი ან/და სამმხრივი საკოორდინაციო საბჭო(ები)ს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას;

გ) საპროექტო დოკუმენტაციის (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვები) ექსპერტიზასთან, საპროექტო დოკუმენტაციაში (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვები) ცვლილებების შეტანასთან ან/და მის კორექტირებასთან დაკავშირებული შესყიდვებისას;

დ) საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვებისას;

ე) ობიექტების, მატერიალურ ფასეულობათა დაცვის  მომსახურების შესყიდვებისას;

ვ) საბანკო მომსახურების შესყიდვებისას;

ზ) თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

თ) თუ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად  შესყიდული ობიექტის ღირებულებას;

ი) თუ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით;

კ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვებისას;

ლ) თუ შესყიდვები ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;

მ) თუ არსებობს შესყიდვის განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა. ამ შემთხვევაში, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების საკითხი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის პარტნიორთან.

3. ამ წესის დანართით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ხელშეკრულების წერილობით გაფორმების გზით, გარდა შემდეგი შესყიდვებისა: უსადენო ინტერნეტის  მიწოდების მომსახურება, სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეში განცხადებების გამოქვეყნება/ განთავსების მომსახურება, საფოსტო და საკურიერო  მომსახურება, ქონების რეგისტრაციის მომსახურება და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული მომსახურება. ასეთ შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი და შესყიდვის ობიექტის რაოდენობა-ღირებულებების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (სალაროს ჩეკი, ქვითარი, ანგარიშფაქტურა, დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურა ან სხვა) საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვები ხორციელდება ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით.

მუხლი 4. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა

1.  შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, მიმწოდებელს მოსთხოვოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს.

2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ პირობებს.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიზეზით;

ბ) თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთშეთანხმებით;

გ)  თუ მიმწოდებელი შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. წესის გამოყენება და მასში ცვლილების შეტანა

1. გადაწყვეტილება მომსახურების ან საქონლის შესყიდვის თაობაზე მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის შესაბამისად.

2. ამ წესის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედებისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები არ არის დამოკიდებული წესის მოქმედების ვადაზე.

3. ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


📎 დანართები (1)
613- 1.doc DOC

დანართი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა

და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის

|მომსახურება |

|სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება; |

|სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე საავტორო ზედამხედველობის მომსახურება; |

|საპროექტო ხარჯთაღრიცხვების სამუშაოთა მოცულობის უწყისად (BQ) გადამუშავების და სამუშაოთა მოცულობის უწყისის (BQ) ხარჯთაღრიცხვად გადაკეთების მომსახურება; |

|გაწეული/მიღებული სამუშაოს, საქონლისა ან/და მომსახურების ღირებულების დადგენის საექსპერტო მომსახურება; |

|საპროექტო დოკუმენტაციის (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვა) ექსპერტიზის მომსახურება; |

|საპროექტო დოკუმენტაციის (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვა) დამუშავების მომსახურება; |

|გეოლოგირი საკონსულტაციო ან/და კვლევითი მომსახურება; |

|ეკოლოგიურ-გარემოსდაცვითი საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება; |

|გეოდეზიური მომსახურება; |

|მარკშეიდური მომსახურება; |

|საპროექტო დოკუმენტაციაში (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვაში) ცვლილებების შეტანის ან/და მისი კორექტირების მომსახურება; |

|სხვადასხვა კონსტრუქციების სტატიკურ ან/და დინამიკურ დატვირთვაზე გამოცდის მომსახურება; |

|მოწყობილობა-დანადგარების რეალური ტექნიკური პარამეტრების დადგენის მომსახურება; |

|მოწყობილობა-დანადგარების ფიზიკური მდგომარეობის დადგენის მომსახურება; |

|სამშენებლო მასალების კვლევების მომსახურება; |

|მოწყობილობა-დანადგარების ტესტირება/დიაგნოსტიკისა და გამოცდის მომსახურება; |

| მშენებლობასთან, პროექტირებასთან და გამოსაცდელ სამუშაოებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკონსულტაციო, კვლევითი ან/და საექსპერტო მომსახურება; |

|საკომუნიკაციო კანალიზაციის არხში, ჭებში, გვირაბებში და სხვა შენობა-ნაგებობებ(ში)ზე კაბელების გატარების მომსახურება; ფიქსირებული სატელეფონო კავშირგაბმულობის |

|მომსახურება; ინტერნეტ (მათ შორის, უსადენო) მომსახურება; სატელევიზიო მომსახურება; |

|საზომი, შესამოწმებელი, საცდელი და სანავიგაციო მოწყობილობების დიაგნოსტიკის, მონტაჟისა და შეკეთების მომსახურება; |

|ქონების შეფასების მომსახურება; |

|ქონების რეგისტრაციის მომსახურება; |

|საკადასტრო ნახაზების მომზადების მომსახურება; რუკების გადაღებისა და შედგენის მომსახურება; |

|ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ძირითადი საშუალებების მარკირების მომსახურება; |

|ელექტროგანათებისა და ძალოვანი ქსელის მონტაჟისა და შეკეთების მომსახურება; |

|სადაზღვევო მომსახურება; |

|ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება; |

|ობიექტების, მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მომსახურება; |

|სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეში განცხადებების გამოქვეყნება/ განთავსების მომსახურება; |

|საბანკო მომსახურება; |

|საფოსტო და საკურიერო მომსახურება; |

|წლიური შედეგების აუდიტორული შემოწმების მომსახურება; |

|საფინანსო-საბუღალტრო მომსახურება; |

|წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული მომსახურება. |

|საქონელი |

|34. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები. |