საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის მყარი ნარჩენების შეგროვებისთვის სპეციალური ტექნიკის (ნაგავმზიდები) და ნაგავშემკრები კონტეინერების შესაძენად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებისა და დაფინანსების მოზიდვის მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) კონსულტაციების დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2598
2015 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის მყარი ნარჩენების შეგროვებისთვის სპეციალური ტექნიკის (ნაგავმზიდები) და ნაგავშემკრები კონტეინერების შესაძენად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებისა და დაფინანსების მოზიდვის მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) კონსულტაციების დაწყების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გამართული მუშაობისთვის მყარი ნარჩენების შეგროვებისთვის სპეციალური ტექნიკის (ნაგავმზიდები) და ნაგავშემკრები კონტეინერების შესაძენად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებისა და დაფინანსების მოზიდვის მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) კონსულტაციების დაწყების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაიწყოს კონსულტაციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის მყარი ნარჩენების შეგროვებისთვის სპეციალური ტექნიკის (ნაგავმზიდები) და ნაგავშემკრები კონტეინერების შესაძენად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებისა და დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი