სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური სახსრების მოზიდვისა და შესყიდვების წესების გამოყენების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1221
2017 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური სახსრების მოზიდვისა და შესყიდვების წესების გამოყენების თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ, სამგორის სამხრეთ თაღის გამომუშავებული ნავთობის საბადოს ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მიმდინარე მოლაპარაკებები.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამგორის სამხრეთ თაღის გამომუშავებული ნავთობის საბადოს ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიენიჭოს უფლება, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ერთ ან რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმებით, განახორციელოს ამავე ორგანიზაციების შესყიდვების წესების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი