ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№288
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №288

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარებისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისიის მიერ ამ პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი ჩანაწერების (Aide Memoire) გათვალისწინების მიზნით:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყოს სატენდერო პროცედურები კონსულტანტის შესარჩევად და შესაძლოდ მოკლე დროში უზრუნველყოს ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადება აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესაბამისი ინსტრუქციების გათვალისწინებითა და ბანკის მისიასთან შეთანხმებით.

2.    ცნობად იქნეს მიღებული, რომ აღნიშნული პროექტის დაწყებისათვის გამოყენებული იქნება რეტროაქტიური დაფინანსების მეთოდი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პროექტის განხორციელების ვადებს.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს წინადადება „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური