სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის წლიურ ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის წლიური ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის წლიურ ანგარიშს.
1) საანგარიშო პერიოდში სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა ფარგლებში. 2015 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 151 (ას ორმოცდათერთმეტი) წერილობითი განაცხადი. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 114 (ას თოთხმეტი) მოთხოვნა, 7 (შვიდი) განაცხადი კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 26 (ოცდაექვსი) შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაცულ საჯარო ინფორმაციას ან მოთხოვნილი იყო პერსონალური მონაცემები (თანხმობის წარმოდგენის გარეშე), მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დამუშავებული ცენტრში, არ იყო დაზუსტებული მოთხოვნა ან/და განცხადება არ იყო წარმოდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ხოლო 2 (ორი) განაცხადი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის სამსახურებს შესასრულებლად. ცენტრში შემოსული 2 (ორი) წერილობითი განაცხადი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გაუქმდა ადრესატის მიერ (საჭიროების არარსებობის გამო).
2) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იურიდიული სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებდა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
3) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
4) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაცემისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონს.
5) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
დირექტორი მაია მიმინოშვილი