სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის 2015 წლის ანაგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებების შესრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის 2015 წლის ანაგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებების შესრულების თაობაზე
(საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2014 წლის 15 მაისიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას)
2015 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივ კოლეჯში სულ რეგისტრირებულია 8 განცხადება, მათ შორის 3 განცხადება მიღებულია ფიზიკური პირისგან, ხოლო 5 განცხადება იურიდიულ პირს ეკუთვნის.
სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ საანგარიშო პერიოდში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით დაკმაყოფილებულია რვავე განცხადება.
სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯისთვის საანგარიშო პერიოდში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არცერთ განმცხადებელს არ მოუთხოვია.
უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივ კოლეჯს არცერთი განმცხადებლისათვის არ გაუცია.