სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის  2015 წლის ანგარიში

 

(საანგარიშო პერიოდი მოიცავს  2014  წლის 10  დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდს)

საანგარიშო პერიოდში (2014 წლის 10 დეკემბრიდან  2015 წლის 10 დეკემბრამდე) სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ რეგისტრირებულია 11 განცხადება, მათ შორის 5 შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილებზე თანდართვით,  5 მოთხოვნა იურიდიულ პირს ეკუთვნის, ხოლო 1 განცხადება ეკუთვნის ფიზიკურ პირს, რომელმაც მეორე დღესვე მოგვმართა წერილობით, თავისივე განცხადების გატანის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სულ გაცემულია 10 საჯარო ინფორმაცია.

საანგარიშო პერიოდში სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მხრიდან   საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია  მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი  საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, რომლის შესაბამისადაც საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის თაობაზე 10 მოთხოვნა გაცემულ იქნა  ასლის მოსაკრებლის გადახდის გარეშე.

სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით) ზედამხედველობა ევალება ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს რამაზ ღვინეფაძეს.

სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი არის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი თამარ მაყაშვილი.

,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიულად გამოქვეყნდება  სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.olympiccentre.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში  ,,ზოგადი ინფორმაცია“.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2015.
როდის იქნა მიღებული „სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“?
„სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“ მიღებულია 09.12.2015. მიმღები ორგანო — სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“, №0, 09.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3091455/