ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "თავისუფლების მოედანი - ოთხი" - განცხადება ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა

„თავისუფლების მოედანი – ოთხის”

წ ე ვ რ ე ბ ს

 

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

(ამხანაგობის წევრთა განმეორებით საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ)

 

2015 წლის 11 დეკემბერს ამხანაგობის წევრთა საერთო კრება, რომელზეც შპს „ამტელ ფროფერთის ჯორჯიის” დაყენებული საკითხის გადასაწყვეტად, მისი დირექტორის მოადგილის, ნიკოლოზ გაგნიძის თხოვნით, უნდა ყოფილიყო 100%-იანი დასწრება, არ შედგა ამხანაგობის რვა წევრის გამოუცხადებლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 21 დეკემბერს (ორშაბათი) 1500 საათზე შედგება ბ.მ.ა. „თავისუფლების მოედანი – ოთხის” წევრთა განმეორებითი საერთო კრება დღის წესრიგით:

1. სასტუმრო „ციტადინის” მიერ ამხანაგობის ფასადზე (თავისუფლების მოედნის მხრიდან) შენობის თაღოვანი გასასვლელის ფრონტონზე სასტუმროს სახელწოდების განთავსების თხოვნის შესახებ;

2. ამხანაგობის წევრის, ბატონი ემზარ ღვინიანიძის მიერ შენობის ფასადზე სარეკლამო აბრის განთავსების შესახებ;

3. სხვადასხვა.

 

კრება შედგება შპს „მარგის” ოფისში. მის.: თბილისი, თავისუფლების მოედანი №4, კორ. №1, პირველი სართული, ოთახი №107. კრებაზე მოწვეული იქნება შპს „ამტელ ფროფერთის ჯორჯიას” დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ გაგნიძე.

 

ამასთან ერთად განგიმარტავთ, რომ შპს „ამტელ ფროფერთის ჯორჯიას” რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, გარდა ჩვენი შენობის ფასადზე თვით რეკლამის განთავსების ნებართვისა, საჭიროა შევთანხმდეთ ამ რეკლამის განთავსების ვადაზე და ღირებულებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მოამზადოთ და წარმოგვიდგინოთ თქვენი წინადადებები.

დღის წესრიგის გარშემო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ამხანაგობის თავმჯდომარეს. შეგახსენებთ, რომ ამხანაგობის წევრთა განმეორებითი საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას დაესწრება ნახევარი მაინც. 

P.S. შემდგომში ამხანაგობის წევრთა საერთო კრებები მოწვეული იქნება მხოლოდ ამხანაგობის წესდებით დადგენილი წესით.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა

„თავისუფლების მოედანი – ოთხის”

თავმჯდომარე                                                                                  ქ. ჯიქია

 

14 დეკემბერი 2015 წელი