⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2017)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4639-Iს
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016315
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 135 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი   ქუთაისი, 11 დეკემბერი 2015 წ. N4639-Iს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტისა და 267-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2016 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა. 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 11 დეკემბრის №2930-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016254). 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი ქუთაისი, 11 დეკემბერი 2015 წ. N4639-Iს