📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.12.2015
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 706 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული კოდი საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა
წლიური მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I II
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.10.2014 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.02.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.03.2016 ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 19.04.2018 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2015 წლის 15 დეკემბერი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების  წესი, თანახმად დანართი №1-ისა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის გეგმის ცვლილების ცნობა, თანახმად დანართი №2-ისა. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 თებერვლის №6 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, 02.03.2010, №25, გვ.7, სარეგისტრაციო კოდი: 190.020.030.35.134.002.082). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე დანართი №1 ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების პროცედურებს. მუხლი 2🔗. ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. წლიური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) პროგრამისთვის და ქვეპროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების 5%-ის ფარგლებში (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების გადანაწილება, მე-3 მუხლით დადგენილი წესით, შეიძლება განხორციელდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში – გამგებლის) ბრძანების შესაბამისად. 3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური) უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი  თანხების  შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად. მუხლი 3🔗. ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება ან საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგენს მოთხოვნას ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. 2. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი დაწესებულების, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. წარდგენილ მოთხოვნაში, მხარჯავი დაწესებულების ან საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. საბიუჯეტო ორგანიზაციას და მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებების გადანაწილებაზე გამგებლის  მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა. 4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და გამგებლის ბრძანების პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე. 5. გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (რაც ფორმდება გამგებლის  ბრძანებით), საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტითა და აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან  თანხის  გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. გამგებლის მიერ ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი №2). ცვლილების ცნობა დგება 2 ეგზემპლარად. გეგმის ცვლილების ცნობის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას ან საბიუჯეტო ორგანიზაციას. 8. გეგმის ცვლილების ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 9. სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი. დანართი №2 ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური გეგმის ცვლილების ცნობა № 20__   წლის  „__“   _____________________ (მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, ქვეპროგრამისა და  პროგრამული  კოდი) (ცვლილების საფუძველი - სამართლებრივი აქტი) 20__  წლის „_____“ ___________________ ________________________________________________________________________________ _____________________________________________________________(ცვლილების შინაარსი) (ლარებში) პროგრამული კოდი საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/- (გადიდებული, შემცირებული) წლიური მათ შორის: კვარტალების მიხედვით I II III IV ჯამი დაფარვის ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება 2. სარეზერვო ფონდი 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 4. დანარჩენი ცვლილება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი: პასუხისმგებელი შემსრულებელი: