ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 ანგარიში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე წელს შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის 36 მოთხოვნა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არ მიღებულა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა.
საჯარო დაწესებულების მიერ შეგროვდა და დამუშავდა პერსონალურ მონაცემთა ბაზები.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს მოთხოვნათა დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ გამოვლენილა.
საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2015 წელს გადახდილია 145.70 ლარი.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა