თავი II — მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პირობები
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.02.2023 კანონი №2584
- 25.06.2020 კანონი №6487
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 161 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ნებართვის გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა, და მათი შეუსრულებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების დარღვევად. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა. [მუხლი 161 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 19/04/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება