თავი III — აზარტული თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პირობები
ა) აზარტული კლუბის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს: აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული მაგიდის სახელწოდება, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი და დამამზადებელი ქვეყანა); კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის/საკომისიოს ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები; აზარტულ კლუბში მოქცევის წესები; აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესები; სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (არსებობის შემთხვევაში). თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
გ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.
2. აკრძალულია აზარტულ კლუბში იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის აზარტული კლუბის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.06.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 25.06.2020 კანონი №6487
- 24.04.2012 კანონი №6052
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.06.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 191 1. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს აზარტული კლუბის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მითითებით; კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები; აზარტულ კლუბში მოქცევის წესები; აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესები; სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). [ 1. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) აზარტული კლუბის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს: აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული მაგიდის სახელწოდება, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი და დამამზადებელი ქვეყანა); კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის/საკომისიოს ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები; აზარტულ კლუბში მოქცევის წესები; აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესები; სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (არსებობის შემთხვევაში). თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; გ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან)] 2. აკრძალულია აზარტულ კლუბში იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის აზარტული კლუბის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 19/04/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება