2. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება:
ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;
ბ) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით.
4. დამოკიდებულ პირთა სიიდან დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ამოიღება აღნიშნული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში ამავე პირის თაობაზე მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა.
5. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით.
6. აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1185 – ვებგვერდი, 28.12.2021