სსიპ - ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიში
სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის 2014 წლის 18 ნოემბრის №1/კ-173 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ფიქრია ლომიძე.
ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 1 (ერთი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 1 (ერთი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.
სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო
სკოლის დირექტორი: ზურაბ ჩხაიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიში“?
- „სსიპ - ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2015. მიმღები ორგანო — სსიპ-ქალაქ თბილისის #207 საჯარო სკოლა. დოკუმენტის ნომერი — №11501286810.
- სად არის „სსიპ - ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიში“, №11501286810, 09.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3098978/