სსიპ - ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4-0252
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში

სსიპ - ქალაქ თბილისის №160საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

  წარმოგიდგენთ საქართველოს სსიპ - ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2014 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:

სსიპ ქალაქ თბილისის N160 საჯარო სკოლის 2014 წლის 10. 12 №2-0348 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად დადგინდა სსიპ ქალაქ თბილისის N160 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ლამარა ქარუმიძე.

ა) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 1 (ერთი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 1 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

დ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.

სსიპ - ქალაქ თბილისის N160 საჯარო

სკოლის დირექტორი :                                           გიორგი კაკაჩია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“?
„სსიპ - ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — სსიპ ქალაქ თბილისის N160 საჯარო სკოლა. დოკუმენტის ნომერი — №4-0252.
სად არის „სსიპ - ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში“, №4-0252, 10.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2614026/