„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.12.2015 ბოლო ცვლილება 25.12.2023
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
010220020.63.075.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №115

2015 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს  „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობა:

ა) სულხან გოცაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) გიორგი ლომინაძე – სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს პირველი სამსახურის უფროსი;

გ) თენგიზ ტყებუჩავა – სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

დ) კობა გოგიბერიძე – სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი;

ე) არჩილ ჯანვერდაშვილი – სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების და ფინანსური  დარღვევების შემოწმების  სამმართველოს უფროსი;

ვ) ლელა გოგიაშვილი – სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე – პირველი განყოფილების უფროსი;

ზ) ბექა ზეგარდელი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) იურიდიული სამმართველოს უფროსი;

თ) ზურაბ კვირიკაშვილი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (ცენტრალური კანცელარია) უფროსი (კომისიის სხდომის მდივანი).

2. კომისიის მუშაობაში კომისიის წევრებად მონაწილეობის მიღება (მათ შორის, ხმის მიცემის უფლებით) ეთხოვოთ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ოქროპირიძეს;

ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შსს არქივის დირექტორს ომარ თუშურაშვილს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო – ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველოს უფროსს სულხან მელაშვილს.

მუხლი 2
კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარმოდგენილი წევრები, რომლებიც სარგებლობენ ხმის უფლებით და იმავდროულად ითვლებიან კომისიის წევრებად.
მუხლი 3
დამტკიცდეს კომისიის საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 4
      ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური

მუხლი 1

1.

დამტკიცდეს  „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობა: ა) სულხან გოცაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსი (კომისიის თავმჯდომარე); ბ) გიორგი ლომინაძე – სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს პირველი სამსახურის უფროსი; გ) თენგიზ ტყებუჩავა – სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; დ) კობა გოგიბერიძე – სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი; ე) არჩილ ჯანვერდაშვილი – სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების და ფინანსური  დარღვევების შემოწმების  სამმართველოს უფროსი; ვ) ლელა გოგიაშვილი – სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე – პირველი განყოფილების უფროსი; ზ) ბექა ზეგარდელი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) იურიდიული სამმართველოს უფროსი; თ) ზურაბ კვირიკაშვილი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (ცენტრალური კანცელარია) უფროსი (კომისიის სხდომის მდივანი).

2.

კომისიის მუშაობაში კომისიის წევრებად მონაწილეობის მიღება (მათ შორის, ხმის მიცემის უფლებით) ეთხოვოთ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ოქროპირიძეს; ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შსს არქივის დირექტორს ომარ თუშურაშვილს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო – ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველოს უფროსს სულხან მელაშვილს.
მუხლი 2
კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარმოდგენილი წევრები, რომლებიც სარგებლობენ ხმის უფლებით და იმავდროულად ითვლებიან კომისიის წევრებად.
მუხლი 3
დამტკიცდეს კომისიის საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 4
      ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური

📎 დანართები (1)
115.doc DOC

დანართი

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით

განსაზღვრული კომისიის საქმიანობის წესი

მუხლი1. კომისიის მიზანი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შექმნის მიზანია:

ა) ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაცია, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოება;

ბ) კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვა;

გ) „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა მიზნების განხორციელება.

მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები

1. კომისიის წევრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გაუფორმდეთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების პირველი („განსაკუთრებული მნიშვნელობის“) ფორმა.

2. კომისია:

ა) შესაბამისი ელექტრონული ან მატერიალური ფორმების გამოყენებით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს;

ბ) აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან.

4. კომისია უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, გარდა „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.

5. კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა.

6. კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, უკავიათ „თავისუფლების ქარტია“ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით, ამავე კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.

7. კომისია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე. ამ სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის ვადაში. პირი, რომლის შესახებაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას.

8. კომისიის სხვა ფუნქცია-მოვალეობები ასევე განისაზღვრება „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით.

მუხლი 3. კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები

1. კომისია იკრიბება საჭიროების შემთხვევაში.

2. კომისიას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის წევრთა 1/3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისიაში თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიმართოს „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანამდებობის პირს ან ორგანოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

6. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი (ჯგუფები).

7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

8. კომისიის სხდომის ოქმს აფორმებს კომისიის სხდომის მდივანი.

9. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

10. კომისიის მუშაობის გამარტივების მიზნით, სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იქმნება კომისიასთან არსებული სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.