სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44437
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2015 წლის ანგარიში

 

 

 „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წარმოადგენს ანგარიშს 2015 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის მდგომარეობის შესახებ, კერძოდ:

1.„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის ხელმოსაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრული იყო სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოებისა და ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს უფროსი ბეჟან შენგელია, ხოლო საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კოორდინაციისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე ნინო ბახსოლიანი;

2.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, 2015 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 643 განცხადება, რომელთაგან 558 შემოსულია დოკუმენტური სახით, ხოლო 85 მიღებულია ელექტრონული ფოსტით (contact.ssps.gov.ge);

3.საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული;

4. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან:

ა)628 განცხადების ავტორი იყო ფიზიკური პირი, 15 განცხადების წარმომდგენი იყო იურიდიული პირი (დაწესებულება, ორგანიზაცია);

ბ)დაკმაყოფილდა 641 განცხადება და გაიცა შესაბამისი ინფორმაცია;

გ)ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფიზიკური პირის ერთი განცხადება. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის” მოთხოვნების გათვალისწინებით, ინფორმაცია გაიცა მხოლოდ არასაიდუმლო დოკუმენტების ასლების და ამონაწერების სახით. უარი ითქვა საიდუმლო დოკუმენტების ასლების გაცემაზე, რომელსაც დაეთანხმა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლო სამსახურის პოზიციის გაზიარების საფუძველზე;

დ)სრულად დაუკმაყოფილებლად დატოვებული განცხადება არ ყოფილა;

ე)ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია 1 (ერთი) განცხადება.

საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში არ შემოსულა ისეთი შინაარსის განცხადება, რომელიც გამოიწვევდა მისი ქვემდებარეობის წესით უფლებამოსილ ორგანოში გადაგზავნას.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომით სარგებლობენ მხოლოდ სათანადო დაშვების მქონე თანამდებობის პირები. აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია დაცულია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების კანონით გარანტირებული სტანდარტების შესაბამისად.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჩივარი არ შემოსულა და ამ მხრივ ხარჯები არ წარმოშობილა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ და პასუხისმგებელ პირთა მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, დისციპლინური წარმოებაც არ განხორციელებულა.

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური

სამსახურის უფროსი                                                    ა. ჩუბინიძე