დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (21 მუხლი)
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №53 |
|
2015 წლის 17 დეკემბერი ქ. დედოფლისწყარო |
|
2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას.
3. სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
4. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო წამახალისებელი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა.
1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;
2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;
3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა;
4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;
5. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება;
6. მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა;
7. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა;
8. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;
9. სოციალური დახმარების პროგრამაში მეორე მსოფლიო ომის ინვალიდის ან მონაწილის ოჯახის ინტერესების გათვალისწინება.
10. ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება.
11. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი ღონისძიების გატარება.
12. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების დახმარება.
1. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;
3. სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება;
4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება;
5. საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება;
6. მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;
7. ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;
4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი;
6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი;
8. ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს;
9. გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის ინვალიდის ან მონაწილის ოჯახი
10. უპატრონო მიცვალებული
11. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე;
12. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი და მონაწილე;
13. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე.
1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;
2. ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება (თანადაფინანსება);
3. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა;
4. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა;
5. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვა;
6. შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში. (ბუნებრივი აირით არ სარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად);
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არ სარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად);
4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არ სარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად);
5.ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე;
6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არ სარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად);
7. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არ სარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად);
8. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არ სარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად);
9. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში. ( ბუნებრივი აირით არ სარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად);
10. ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – არაუმეტეს 60 (სამოცი) ლარი ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის გარეშე და ჩარიცხვა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) ბინის ქირის დასაფარად უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებისა და კვარტალში ერთხელ გადამოწმების საფუძვეელზე.
11. გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის ინვალიდის ან მონაწილის ოჯახი – 300 ლარი ერთჯერადად.
12. უპატრონო მიცვალებული – 300 ლარი ერთჯერადად;
13. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად;
14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი - 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად.
15. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე - 150 (ასი) ლარი ერთჯერადად;
16. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე - 100 (ასი) ლარი ყოველთვიურად.
2. ამბოლატორიულ - სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.
3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.
2. სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახისათვის თანხის მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.
3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში, მოქალაქის მიერ გახსნილ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ან „სოკარ ჯორჯია გაზის“ ანგარიშზე.
4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.
5. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.
6. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განხაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 100 000 და ნაკლებია.
7. 2015 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2016 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის ბიუჯეტში.
2. საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;
2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა;
3. დაგეგმილი და ფაქტიობრივი მონაცემების შესაბამისობა;
4. სოციალური დახმარების გაცემის ვადები.
1. სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
2. უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა;
3. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
4. მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
5. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.02.2016.
- როდის იქნა მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“?
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.12.2015. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №53. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.169.016256.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.02.2016-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 21 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.02.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, №53, 17.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016256 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3103668/