„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №1215/17-1
2015 წლის 17 დეკემბერი
ქ.თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართს, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული მონაცემები.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 66 და 165.
3. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომრები 11,22, 40, 52,131, 166, 218, 261, 262, 263, 284, 306,364,365 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №2 დანართში მოცემული რედაქციით.
4.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ.როინიშვილი